вторник, 18 мая 2010 г.

ღვთიური საქართველო
თეონა მახარაშვილი

სამშობლო,ჩემო სამშობლო,
იბრწყინე და გაიხარე
ზეცად დაგლოცოს უფალმა
და ღვთისმშობელმა ქვეყნადა.

ღმერთსა ვთხოვ გამთლიანებას
დუშმანს ნაკლებსა ჩვენადა
და ქართველთ ერთიანობას
მუდამ ამ ქვეყნად ზეცადა

უფალმა მოგვცა სამშობლო,
ლამაზი მთა და ბარითა,
მას მოფრთხილება სჭირდება
მტრისა ვერაგი თვალისგან।

მე მჯერა, ჩვენ დავიბრუნებთ
ჩვენს სამაჩაბლოს, აფხაზეთს
და ისე გავამთლიანებთ
როგორც უნდოდათ წინაპრებს.







ონისე მეფარიძე

***
ქალი ტურფა,ქალი ლამაზი,
ქალი ოცნება და თვალთწარმტაცი
ქალია თქვენი ცხოვრების არსი
მამაკაცებო იცოდეთ ფასი



***
მიყვარს თუნდაც წამით
და ის წამიც საუკუნეა
შენი ალერსი სითბო
ყოველივე მარადიულია
***
ტიტა–ტიტაა
ვარდი–ვარდია
ეს სიყვარული
ბაღის მსგავსია


***
ვარ ყანაში, ვზივარ ქვაზე
თვალი მოვკარ ლამაზ ქალსა
მე ძალიან მომეწონა და უთხარი რა ქვიათქვა
მან კი მითხრა თამარიო
მე ძალიან მომეწონა და უთხარი მიყვარხართქვა


***
ჩემი სამშობლო არც ისე დიდია
მაგრამ ბუნებით ულამაზესი
მტერთან მებრძოლი შეუდრეკელი
მუდამ მტკიცე და სულით ამაყი.

არ გვეპოვება მტერი ვერაგი
ღმერთით ბოძებულს გვართმევს მიწა–წყალს
ჩვენ კი მშვიდობა გვსურს ქვეყანაზე
იყოს მშვიდობა მუდამ და მარად






ნინო სარიშვილი
***
ია ამოდის ლამაზი
არის ნატირი დედისა
ისე ლამაზად მოგვარდა
ვარდს ემსგავსება ცრემლითა

***
შვილი ცრემლი არის დედის
სიყვარული სიხარული
ტურფა კარგი მშვენიერი
არის დედის სიხარული




დაჩი ლოლუა
მწერალი
სოფელ ნიგოზში ცხოვრობდა ერთი ბიჭი –გია. მას ყველა ჩაგრავდა იმიტომ, რომ ღარიბი და სუსტი იყო. გია ყოველთვის კარგად სწავლობდა. ერთხელ მას სკოლაში დავალება მისცეს– მოთხრობა უნდა დაეწერა.მასწავლებელს ძალიან მოეწონა გიას დაწერილი მოთხრობა და ბიჭს უთხრა:
–შენ აუცილებლად მწერალი უნდა გამოხვიდე.
გია დაფიქრდა მასწავლებლის ნათქვამზე და გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ დაეწერა მოთხრობა . მან თავისი ნაშრომი დედას აჩვენა. დედას ძალიან მოეწონა და უთხრა: შენ უცილებლად უნდა წერო. გიამ იცოდა,რომ დედას კარგი გემოვნება ჰქონდა და რადგან დედამ თქვა კარგიაო – ესეიგი კარგია. გიამ დაუჯერა დედას და დაიწყო მოთხრობების წერა.
ბიჭი თავის ამხანაგებს არაფერს ეუბნებოდა, რადგან იცოდა ისინი დასცინებდნენ.
როდესაც გაიზარდა ქალაქში წავიდა სამსახურის საძებნელად. მოთხრობების დასაწერად მხოლოდ შაბათკვირას ჰქონდა დრო.
ერთხელ როდესაც მუშაობდა ცუდად გახდა. ის საავდმყოფოში წაიყვანეს და იქ დაუდგინეს,რომ მას კიბო ჰქონდა. მისთვის მუშაობა არ შეიძლებოდა .მან დარჩენილი ცხოვრება– მოთხრობების წერაში გააგრძელა....
როდესაც გარდაიცვალა მისი მოთხტრობები დედამ გამოაქვეყნადა ის დიდ მწერლად აღიარეს.




გიორგი შარანგია
***
ნურავის ენდობი ნდობა რთულია
ნდობის ნაყოფი სიყვარულია
აქ რომ ხატია ჩემი გულია
ხელი არ ახლო დატანჯულია

Комментариев нет:

Отправить комментарий

Обо мне

Моя фотография
ქ.თბილისის 207-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ელ–ფოსტა:mgadelia15@gmail.com